1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჯეჯელავა გათავისუფლებული კი არა, დასასჯელია განათლების სისტემის განადგურების და თეატრალიზაციისათვის"

  "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა  ინაშვლმა სამთავრობო ცვლილებები შეაფასა, ინაშვილის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მთავრობის მეთაურის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი არ დატოვებს.

„ჯეჯელავა გათავისუფლებული კი არა, დასასჯელია განათლების სისტემის განადგურების და თეატრალიზაციისათვის. აგულაშვილი მხოლოდ მოსახსნელი კი არა, დასაჭერია არჩევნების არა ერთგზის გაყალბებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევნებში გამოწურეს და ახლა გაათავისუფლეს, თან სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 

  თუ იქ არ ვარგოდა, სხვაგან როგორ ივარგებს. საერთოდ, საგანგებო სიტუაციების მართვა, მაგალითად ხანძართან ბრძოლა, უსაფრთხოების და კრიზისების მართვა კი მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნათელია, რომ ამ ორი უწყების შერწყმა არ არის სწორი. საგარეო დაზვერვის სამსახური, ანუ ქართული "ცე-ერ-უ" შედის სუს-ის შემადგენლობაში, რაც ასევე არ არის სწორი,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები