1 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტი და დეპუტატები ერთმანეთს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ და გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს აცნობდნენ, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება. 

„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ყველანი ვთანხმდებით, პრეზიდენტიც ჩვენც და ჩვენ ვიცით, რომ ამაზე თანხმობას აცხადებს ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც, რომ ეს არის ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სადაო საკითხები არ არსებობს. ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც, ანუ არსებობს ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ რა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსესუსი, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსესუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე,“ - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მარგველაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელები მივიდნენ.

"პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა, ასევე ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის ასახვა და განხორციელება კონსტიტუციაში, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები