2 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - დარბაზიდან ელენე ხოშტარია გამოაძევეს

ჩამოტვირთვა

„არ მივცემთ საშუალებას ამ ნოტარიალურ კანტორას, რომ ჩაატაროს ეს სხდომა,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საკრებულოში სხდომის ჩატარებას.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯელათ და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე. 

ხოშტარიას თქმით, საკრებულოს სხდომა ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემას ემსახურება.

„ესე არ არის საკრებულოს სხდომა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სხდომა, რომელსაც უნდა, რომ კიდევ მიიტაცოს, ჩვენ, ქალაქელების, თბილისის კუთვნილი მიწა. მიიტაცოს და ისე დაამახინჯოს, რომ ვეღარ გამოვასწოროთ ვერასდროს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, მათ ინტერესში დაპირისპირება არ შედის და მმართველმა გუნდმა სუს-ის სპორტსმენები მოიყვანეს.  

თბილისის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება კიდევ გრძელდება. საკრებულოს სხდომათა დარბაზი ოპოზიციას დაატოვებინეს.

სხდომათა დარბაზში სიტუაციის გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში კი ასევე, მივიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დარბაზი დაატოვებინეს ასევე, პარტიზანი მებაღეების წარმომადგენელს ნატა ფერაძეს. 

საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელთან და სხდომათა დარბაზის მეორე სართულზე საპატრულო პოლიციის წევრები იმყოფებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები