1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იზორია პუტინის განცხადებას ეხმაურება

   ლევან იზორია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ ბაზას რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საკვანძო როლს ანიჭებს. 

"ეს პრაქტიკულად ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. მეტიც, ეს ანექსიის პოლიტიკაა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი რეგიონების, როგორც პოლიტიკურ-სამხედრო, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრირებას რუსეთის ფედერაციაში, რასაც ჩვენ ყოველთვის ყველა საერთაშორისო დონეზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მკაცრად და პრინციპულად ვეწინააღმდეგებით. რასაკვირველია, ასეთი ბაზების არსებობა ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა ლევან იზორიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები