0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იან კელი სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და საელჩოს თანამშრომლები ავღანეთში დაღუპული ქართველის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

”აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ოჯახს, აგრეთვე ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ჩვენ ასევე გულწრფელად ვუსამძიმრებთ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხერპლი ახლავს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. აღვნიშნავთ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ–ერთი მოწინავე კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შევასუსტებთ ძალისხმევას, რათა ავაშენოთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი”,- ნათქვამია იან კელის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები