1 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კვირიკაშვილი : "აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს და 1 აგვისტოს შედგება"

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს და 1 აგვისტოს შედგება. ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. 

„რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ამასთან, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც ოთხი ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება ამ ვიზიტის დროს და მინდა გამოვთქვა, ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები