0 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოთარ კახიძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პარლემანტის წევრი ოთარ კახიძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

"აქციაზე იარაღი არ უნდა მქონოდა, წამომყვა. ეს ჩემი შეცდომა იყო და პოლიცია შესაბამისს რეაგირებას ახდენს. ვიტყვი სიმართლეს. აქციაზე იარაღით მისვლა არ შეიძლება და ეს ვიცოდი, უბრალოდ მანქანაში ვერ დავტოვე, რადგან მძღოლი არ მყავდა",- განაცხადა ოთარ კახიძემ.

შსს-მ საქმის შესწავლა ადმინისტრაციულ დარღვევათა 2 სხვადასხვა მუხლით დაიწყო.  შსს-ს ინფორმაციით საქმის შესწავლა 174-ე პრიმა მუხლითა და 239-ე მუხლის მეცამეტე ნაწილით მიმდინარეობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები