1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირება - განცხადებას მთავარი პროკურორი გააკეთებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხზე განცხადებას გააკეთებს ქვეყნის პროკურორი.

ჟურნალისტების შეკითხვებს მთავარი პროკურორი სავარაუდოდ, საპროკურორო საბჭოს დასრულების შემდეგ უპასუხებს, სადაც ის პროკურატურის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია მიმართავს თუ არა მთავარი პროკურატურა უკრაინელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ და რა პროცედურით მოხდება ეს.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხზე ისაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

“სასამართლო პროცესები გრძელდება, მისი ბრალდების საქმეზე, პატიმრობის ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა. რაც შეეხება მოთხოვნას, რომელი გაგზავნილი იყო და არ იყო დადებითად გადაწყვეტილი, მაგრამ დღეს ის უკვე აღარ არის საქართველოს მოქალაქე, არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის მოქალაქის გადმოცემასთან დაკავშირებით, უკრაინის კანონმდებლობა მოქმედებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძისთვის გაუგებარია რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში. კახიძის თქმით, გამომდინარე იქედან რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ექსტრადირება უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი, ვინაიდან როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, ისე უკრაინის კანონმდებლობით ეს არის გამორიცხული,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები