1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით "- წულუკიანი

"საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი," - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას ქართული მხარე დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვდა.

„მე მიხარია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან დაზუსტდა ინფორმაცია.  დიახ, სიმართლეა ის, რომ ჩვენ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ  მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

"ჩვენი მოთხოვნა გაგზავნილი იყო, დასაბუთებული იყო. მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები