0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამბასადორიალი 2017-ის გახსნაზე

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას.

გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამგვარად, ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება. 

ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უპირობო აღიარებად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად. საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს. მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ,"-პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები