1 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, ამბობს, რომ ეს იყო, ერთგვარად, მისი "წინა ხაზზე გაშვება" გაერთიანების მხრიდან.

"მე ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პრობლემა, რომ შეიძლებოდა, ჩემი კანდიდატურა ხელის შემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის, მე ამ დროს გავერიდე პროცესს და როდესაც მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი," - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, საბურთალოს ოლქი ერთ-ერთი იყო, სადაც მას კენჭისყრა შეთავაზეს. 

"იყო სხვადასხვა შემოთავაზება, ამ ორი თვის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, მე მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი. ჩემთვის ასეა ცხოვრება, რომ სირთულეები რაც მეტია, მით უფრო საინტერესოა ამ სირთულეების გადალახვა.

მთავარი კონკურენტი, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალთან, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან, უპერსპექტივობასთან და ა.შ. თუ ჩვენ ამ კონკურენტს დავამარცხებთ, ქვეყანას გამოვიყვანთ ჭაობიდან,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტების" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღეს უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საბურთალოზე კი - ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...

  • 09:53