ახალი ამბები
“პაციენტს აქვს ბეჭების არეში თერმული დამწვრობა, რომელიც მიიღო, „გრუჩიწელით", როდესაც მანქანის ქვეშ შევარდა”- ავტომანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა
2020-06-01 23:28:21
ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 6 წლის ბიჭს დაეჯახა. ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "გომედის" კლინიკაში გადაიყვანა. მორიგე ექიმის ლექსო ხეთაგურის თქმით, დაშავებული ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბავშვი კლინიკაში შემოყვანილი იქნა პოლიტრავმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავლობითი სხვადახვა სახის დაზიანება აქვს. პაციენტს აქვს დაზიანება ოთხივე კიდურზე, ჭრილობა თავის არეში და ბეჭების არეში თერმული დამწვრობა, რომელიც მიიღო, „გრუჩიწელით", როდესაც მანქანის ქვეშ შევარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.
კომენტარები