ახალი ამბები
ერაყში კორონავირუსი დაფიქსირდა
2020-02-24 18:20:29
ერაყში კორონავირუსი დაფიქსირდა. ნაჯაპის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით ვირუსი ირანელ სტუდენტს დაუდგინდა,რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.
კომენტარები