1 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

ნიკა მელია: ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა..

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ.

“ევროპული საქართველო” ცდილობს ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.

ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები, ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი ქართული ოცნებისთვის მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში!

გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ - უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა?

ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე.

ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება არ აქვს მიტაცებული, ცხადია არავინ მოსთხოვს პასუხს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში გამოამწყვდევს ვინმე. არჩევნებში მარცხით, მათ უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი.

დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ რევანშზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად არავის დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

პოლიტიკური განცხადებების, საქმიანობის გამო, არავინ აღმოჩნდება ოქრუაშვილივით ციხეში და არც სახლს ვუქცევთ რომელიმე პოლიტიკოსს ციხედ.
დიახ, შურისძიება არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მინდა ვიკითხო:

- შურისძიება იქნება, როდესაც დაისჯებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით კერძაიას სიკვდილში?

- შურისძიება იქნება, როცა დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები, რომელთა დანაშაულები ფირზეა აღბეჭდილი?

- შურისძიება იქნება მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა?

- გეკითხებით, შურისძიება იქნება იმათი დასჯა ვინც ტომარა თავზე ჩამოაცვა მუხთარლის?

- შურისძიება იქნება, როცა სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებს უკან დააბრუნებინებ სახელმწიფოსგან მოპარულს?

- შურისძიება იქნება ფარცხალაძის დასჯა?

- შურისძიება იქნება საყდრისის ამფეთქებლების დასჯა?

- შურისძიება იქნება გაშიფრული ზონდერების დასჯა?

- შურისძიება იქნება თუ ვანო ჩხარტიშვილს გამოძიება შეკითხვებს დაუსვამს?

არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ.იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...