ახალი ამბები
პანდორას სამაჯურები და სხვა ძვირფასი ნაკეთობები – არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა საბაჟოზე
2018-08-27 12:33:53
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საზღვარზე დეკლარირების გარეშე ძვირფასეულობის შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გრ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარია.
ერთ შემთვევაში ბრალდებული 300 გრამამდე ოქროს შემოტანას, დეკლარაციის გარეშე, მანქანში მოწყობილი სამალავის საშუალებით ცდილობდა. კიდევ ორ შემთხვევაში კი მოქალაქეები ტანსაცმელსა და ჩანთებში მოწყობილ სამალავებს იყენებდნენ.
კომენტარები