1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

რიგები და თანხის გამოძალვა რუსეთის საკონსულოსთან თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

საუბარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გამოძალვაზე. რუსეთის ვიზების მიღების მსურველებს კვლავაც გაუსაძლის სიცხესა და უსასრულო რიგებში უწევთ დგომა, ისინი დროულად ვიზის აღებას მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ახერხებენ.

„ორი თვეა რიგს ველოდები, თანხის შესახებ არაფერი ვიცი, რომ გადამეხადა,ალბათ ეს ორი თვე აქ არ ვიდგებოდი. ყოველ ჯერზე მიბარებენ და მეუბნებიან ხვალ მოდიო, საბუთები წესრიგში მაქვს, მაგრამ მაინც ველოდები“-ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

ვიზის რიგში არიან გამგზავრების მსურველები, რომლებიც რიგს მაისიდან ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არ იციან, როდის მიიღებენ ვიზას.

„მოწვევა მაისში მოგვივიდა, მას შემდეგ რიგს ველოდებით.რეგისტრაცია ინტერნეტით გავიარეთ და რიგის ტალონი ვერ ამოვბეჭდეთ, ამიტომ დანიშნულ დღეს ვერ შევედით, ახლა მოვედით და ისევ რიგს ველოდებით“-ამბობს ვიზის მიღების მსურველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...