1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ახმეტაში 71 წლის ქალი 18 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით მოკლა

ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მოხუცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელმა ესროლა. თვითმხილველების და გარდაცვლილის მეუღლის  ინფორმაციით,მხარეებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთს უკავშირდება, შემთხვევას წინ კი სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.მეზობლის მიერ სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ის სასწრაფო დახმარებამ ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები