0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბათუმის ციხეში პატიმარმა მძინარე თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. 

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. 
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა"- წერია განცხადებაში. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები