1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ომის პირველი ფაზა მოვიგეთ, წინ გვაქვს ბრძოლის ხანგრძლივი და რთული ეტაპი – მალიარი

უკრაინის თავადაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მოიგეს რუსეთთან ომის პირველი ეტაპი, თუმცა უკრაინის სრული გათავისუფლებისთვის ბრძოლის ჯერ კიდევ ხაგრძლივი ეტაპი რჩება.

მისი თქმით, მტრის მთავარი ამოცანა იყო რამდენიმე დღეში კიევის აღება და მთელ სახელმწიფოზე სრული კონტროლის დამყარება, რისთვისაც ოკუპანტმა გამოიყენა 24 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, სპეცრაზმი და განიცადა მძიმე დანაკარგები.

“კიევისა და მთლიანი რეგიონის ირგვლივ კონცენტრირებული იყო მტრის ჯარის დიდი რაოდენობა. შეიარაღებულმა ძალებმა მტერს აბსოლუტური დარტყმა მიაყენეს და პირველი ეტაპი უკრაინამ მოიგო. ამის შემდეგ მტერმა უკრაინასთან ომში სხვადასხვა ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოყენება დაიწყო.

ჩვენ წინ გვაქვს ბრძოლის რთული და ხანგრძლივი ეტაპი ჩვენი ქვეყნის სრული გაწმენდისა და სახელმწიფო საზღვრებში სუვერენიტეტის დამყარებამდე, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ბევრი რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია უახლოეს მომავალში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.

მალიარმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა დიდ დახმარებას მიიღებს უცხოელი პარტნიორებისგან, მათ შორის ლენდ ლიზის ფარგლებში, თუმცა, სანამ ეს დახმარება არ ჩავა, უკრაინას რთული კვირები და თვეები ელის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები