1 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს ის დაავადებებია, რომელსაც აქ არ ეშველება არაფერი… რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა” – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით:  – მას შემდეგ, რაც სააკაშვილს მკურნალობა შესთავაზეს, მას პოზიტიური მოლოდინები გაუჩნდა. ამის შესახებ ალასანიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ  ჟურნალისიტებთან  ისაუბრა.

ალასანია ამბობს, რომ მის შვილს რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

“ეს ის დაავადებებია, რომელსაც აქ არ ეშველება არაფერი ესეც არაერთხელ ითქვა, ექიმებმა თქვეს და ამას აუცილებლად დაჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ.  რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და მე ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია და ადამაინს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები