1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსულმა არმიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა, გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს - ზელენსკი

გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს, არ მოკლას ბავშვები და არ გაანადგუროს მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ 220 ბავშვია მოკლული, ხოლო 1570 სასწავლო დაწესებულება კი – განადგურებული ან დაზიანებულია.

"დღეს, რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაანგრიეს საერთო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგონა დაჭრილია. რა არის ეს? რისთვის? რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს? ისინი ასე იბრძვიან, სულ ესაა. ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში ასზე მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია რუსული დაბომბვის გამო დაიწვა, იგი ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს. მან ორ მსოფლიო ომს გაუძლო, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს გიმნაზია თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა. 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსულმა არმიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველას შესახებ, რადგან არ გვაქვს წვდომა ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაბომბვის შედეგად, 1570 სასწავლო დაწესებულება განადგურდა ან დაზიანდა. ამიტომ გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს, არ მოკლას ბავშვები და არ გაანადგუროს მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები