1 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინულმა სპეცსამსახურებმა, პუტინს, მედვედჩუკი, რუსეთის ტერიტორიიდან მოპარეს

რუსული არმიის უძლეველობის მითი ხომ დაიმსხვრა და დაიმსხვრა.

ახლა რუსული სპეცსამსახურების ჯერია... 

სავარაუდოდ, პრორუსი ოლიგარქი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაიქცა, რუსეთში (ერთერთი ვერსიით როსტოვში) იმალებოდა. 

სავარაუდოდ, რუსეთიდან აიყვანეს უკრაინელმა სპეცებმა მედვედჩუკი და ჩაიყვანეს კიევში.

წარმოიდგინეთ, დიდი ალბათობით, პუტინს, თავის ტერიტორიაზე მოპარეს ნათელმირონი, რომელზეც ღალატის ბრალდებით საქმეა აღძრული, რაც რუსული სპეცსამსახურების კრახია.

ზუსტად ამაზე მიანიშნეს უკრაინელებმა... 

მაგალითად: შეგახსენებთ, რა თქვა უკრაინულმა მხარემ, კერძოდ, არესტოვიჩმა მედვედჩუკზე გუშინ: “მედვედჩუკი კიევში არ იმყოფებოდა. ის უკრაინის უშიშროების სამსახურმა აიყვანა, რომელმაც, ასე დელიკატურად რომ ვთქვათ, ეძება, ეძება და იპოვა.”

შესაძლოა, სწორედ ამით იყო გამოწვეული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიას ცდილობს და თუ განმეორდება, კიევს დავბომბავთო.

სავარაუდოდ, ახლა რუსეთი საპასუხო ზომის მიღებას ეცდება, რაზეც მედვედევის გუშინდელი განცხადებაც მიუთითებს: “უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის”.

რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ოფიციალურად არ ასაჯაროვებენ, მაგრამ დადგება დრო და ამ ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები