1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა - ეკა კვალიაშვილი

მომღერალ ეკა კვალიაშვილის მტკიცებით თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა. ამის შესახებ მან გადაცემაში “ღამის პრაიმ ტაიმი” განაცხადა სადაც პანდემიასა და ვაქცინაციაზე მსჯელობენ.

“ბუა ზღაპრების არ მჯერა, მე მღვიძავს.. რა იყო ანტივაქსერი ცოდვაა თუ ისჯება?”, – თქვა კვალიაშვილმა.

 

წამყვანმა ოფიციალური სტატისტიკა მოიყვანა მაგალითად: “14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ქვეყანაში, მათ შორის მომღერალი თემურ წიკლაური”, რაზეც კვალიაშვილმა უპასუხა, რომ მას ამ სტატისტიკის არ სჯერა.

“თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა, ამას თუ გინდა დაგიმტკიცებ ცალკე”, – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.

შეგახსენებთ, მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა. წიკლაური კოვიდ 19-ის გართულებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მსგავსი სიახლეები