1 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა, რეჟისორი კი დაჭრილია

ჰოლივუდელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადაღების დროს ნასროლ ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი ნიუ მექსიკოში მოხდა. დაღუპული ფილმის ერთ-ერთი ოპერატორია, ასევე დაიჭრა რეჟისორი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„ჰოლივუდ რეპორტერის“ ცნობით, იარაღში, რომლითაც ბოლდუინს უნდა გაესროლა, ნამდვილი ტყვიები არ უნდა ყოფილიყო. იარაღი რეკვიზიტად იყო გამოყენებული გადაღებების დროს.

ამ ეტაპზე ინციდენტის გამოძიება გრძელდება.

ოპერატორი ქალი, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ის გარდაიცვალა. ის გალინა ჰაჩინსი აღმოჩნდა, რომელიც წარმოშობით უკრაინიდანაა. ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

თავად ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება მისცა. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები