1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში პირმა 4 ადამიანი, მათ შორის დედა და 3 თვის ჩვილი, მოკლა

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი, მათ შორის დედა და 3 თვის ჩვილი, მოკლა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

მძიმედაა დაჭრილი 11 წლის გოგონაც, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 33 წლის ბრაიან რაილია, რომელიც ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანია.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მეგობარი გოგონას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ რაილიმ მას უთხრა, რომ ღმერთთან ლაპარაკი დაიწყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები