1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ტკივილისგან თავს ურტყამდა საწოლს, ხაოდა – სულ ნუ დაიბადება ბავშვი, თუ ასეთი ტანჯვისთვის ჩნდება! ვაწამეთ!”

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სპეციალურად ალექსისთის შექმნილ ჯგუფში გავრცელდა:

"ალექს ისუნთქე, სახლამდე მიგიყვანოთ. თბილისში მოვდივართ, რეანიმაციაშია ახლა ფილტვები ეკეტებაა, შეიძლება მგზავრობასაც ვერ გაუძლოსო…

მაგრამ მოგვყვავს უკიდურეს მდგომარეობაში, რაც ამან იწამა, ტკივილისგან თავს ურტყამდა საწოლს, პირიდან სისხლი და ჟანგბადის უკმარისობისგან იკლაკნებოდა ჭიასავით, მთელი ღამე, ხაოდა და დახმარებას ითხოვდა, ვეღარ ხედავს, მაგრამ ესმის, სუნთქვის ნიღაბს იგლეჯს და მაინც იმდენი ძალა აქვს ძლივს ვაკავებდით, უნდა რომ იცოცხლოს, უნდა რომ გადარჩეს, მორფმა არ დააძინა და არ გაუყუჩა ტკივილი, მაინც იბრძვის ბოლომდე ისეთი ძლიერია, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელს ღვიძლსა და ფილტვებს და ნელ-ნელა სასტიკად ახრჩობს! ასეთი ცხოვრების დედაც…სულ ნუ დაიბადება ბავშვი, თუ ასეთი ტანჯვისთვის ჩნდება! დავღალეთ, ვაწამეთ!”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები