0 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

„ქალღმერთებო, საკუთარ თავში გაერკვიეთ და არა კაცებში…“- ალექსანდრა პაიჭაძის მიმართვა ქალებს

მოდელი ალექსანდრე პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 „ალღმერთებო, საკუთარ თავში გაერკვიეთ და არა კაცებში… სანამ კაცების კრიტიკაში და დაწუნებაში ვიყავი, ჩემმა გონებამ დაიჯერა, რომ აღარ არსებობენ ჩემი კრიტერიუმებისთვის ღირსეული მამაკაცები…. ნუ ეს შეცდომაც დამიშვია ცხოვრებაში, სხვა ათას უსაყვარლეს შეცდომასთან ერთად…

 ანუ ჩემი გონება მიმართული იყო მამაკაცების ნეგატიურად აღქმისკენ, (წარსული გამოცდილებიდან), ამიტომაც 1 კვირიანი  ურთიერთობები და გაქცევები უკან მოუხედავად ჩემი სტილი იყო…. უამრავი ნაკლოვანება, რომელიც ჩემ შეხედულებებში და აზრებში აღმოვაჩინე, მედიტაციით, წერით, ქოუჩინგის კურსებით, გეშტალტის დამუშავებით, მეტი ფიქრით და ანალიზის საშუალებით გავცხრილე…

 ჰოდა, ჩემი ქაოსის დალაგების პარალელურად, დავიწყე აქცენტის გაკეთება მამაკაცის ღირსებებზე, გონებით წარმოვიდგენდი, როგორი ბევრნი არიან ჩემს გარშემო ნამდვილი, გალანტური, განათლებული, საინტერესო, ღრმა, ნიჭიერი, მონდომებული, თავდაჯერებული, უსაფრთხო მამაკაცები და უფრო მეტადაც გამრავლდა ეს ხალხი რეალურ ცხოვრებაშიც…. მერე უკვე ჩემს ინტუიციას და ენერგიის მიღება გაცვლას მივენდე და არჩევანის გაკეთებაც გაიოლდა…. მოკლედ ბევრი ვიფიქრე და ვიმუშავე, რომ მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დამეძლია… დრო და საკუთარ თავზე სიამოვნებით მუშაობა ჭირდება მეტი არაფერი. დაალაგებ შენ აზრებს, გაასწორებ დურბინდს და სამყაროსაც მოაქვს ფოკუსირებული სიტუაციები შენს ცხოვრებაში, ტყუილად კიარ ბურღავენ ტვინს ამ ფოკუსით და პოზიტივით.?.. იმედია გამოგადგებათ და დამ♥️ავთ”- წერს მოდელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები