2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ისე გამიხარდა, რომ არ გაგიზიაროთ, ვერ დავიტევ, გერმანელი მუსლიმი დამიკავშირდა, სურს ჩემი ხელით მოინათლოს…” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მუსლიმი ბიჭი დაუკავშირდა, რომელსაც მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათვლა სურს.

” ხშირად მიხარია, მაგრამ ამ წამს ისე გამიხარდა, რომ არ გაგიზიაროთ, ვერ დავიტევ და გულიც შემაწუხებს.გერმანელი მუსლიმი დამიკავშირდა, ვრცელი წერილი მოიწერა. ვეკონტაქტე. 15 წლის seperh ია, რომელმაც მომავალ თვეს 16 ის ვხდებიო. საუბარში აღნიშნა, რომ კლასელი ყავს ქართველი ელენე, რომელმაც ჩემზე ესაუბრა და სწორედ მან მისცა ჩემი საკონტაქტო… არ ვიცი რა უთხრა ელენემ, მაგრამ მისი მუსლიმი კლასელი იმიტომ დამეკონტაქტა, რომ სურს ჩემი ხელით მოინათლოს… ძნელია თავს მოერიო და ცრემლი არ მოგადგეს… პირობა მივეცი, რომ აუცილებლად მოვნათლავ და მისი სახელი იქნება პეტრე…მადლობა, ელენე… მშვენიერო ელენე… როგორ გამახარე და გამაბედნიერე… ამ პატარა ასაკში რამხელა ღვაწლი იტვირთე… შენი დამსახურება იქნება, თუ შენი კლასელი შენს რელიგიას ეზიარება…შენ უკვე ხალიან დიდი ხარ… გადმოცემის თანახმად 16 წლის იყო წმინდა ნინო, ქართველი ერი რომ მოაქცია… ყოჩაღ, ელენე, შენც შეგძლებია, თუნდაც ერთი გულწრფელი ადამიანის მოქცევა… ვიცი, მეტსაც შეძლებ… წარმატებები, ჩემო უცნობო და ღირსეულო ქართველო… თუ წერილის შინაარსი გეცნო, დამიკავშირდი და ნათლობისთვის მოვემზადოთ… ქრისტე იყოს შენი მფარველი გერმანიაში და ყველგან… შენი მეგობრის მარტო ერთი წინანადებას დავწერ " I’m somuch happy that I have contact with you”, ეს ბედნიერება შენი დამსახურებაა!.. გელოდებით!..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები