2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აცრის შემდეგ ყველამ მარჯვენა ხელში ჩიპი უნდა ჩაიდგათო“ – არქიმანდრიტი ანთიმოზი

„ყველა ქვეყანაში მსოფლიო ერთი წესრიგი დაამყარეს, ყველა სახლში ჩაკეტეს, ახლა ინექციაო და ყველა უნდა აიცრათო მერე, აცრის შემდეგ ყველამ მარჯვენა ხელში ჩიპი უნდა ჩაიდგათო“, – ამის შესახებ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„უკვე აშკარაა ხდება კორონა (ღამურა) ვირუსის ხელოვნურობა. პლანეტა დედამიწის მართველმა ელიტამ რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც მარტო ეშმაკმა უწყის.

ფაქტიურად დედამიწა გააჩერეს და ყველა ქვეყანაში მსოფლიო ერთი წესრიგი დაამყარეს, ყველა სახლში ჩაკეტეს და ახლა ყველას ერთად სახლიდან უშვებენ ”სვაბოდაზე“.

ახლა ინექციაო და ყველა უნდა აიცრათო მერე, აცრის შემდეგ ყველამ მარჯვენა ხელში ჩიპი (666) უნდა ჩაიდგათო.უკვე იმას ვფიქრობ პლანეტა დედამიწიდან სად გავიქცე, ყველაზე ახლოს პლანეტა ვენერაა(Venus).

სიამოვნებით გადავსახლდები პლანეტა ვენერაზე.მოვინდომე, რა, მეც სიყვარულის ქალღმერთი ვენუსი და კაი ცხოვრება“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები