1 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა – მამა შალვა კეკელია

” გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა” – ამის შესახებ დეკანოზი მამა შალვა სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ქვეყნის იმედი უხუცესი პატრიარქი.

ჩვენი ცოდვებით, გაუტანლობით, ერთმანეთის დამცირებით, შურით, შეურაცხყოფით, მტრობით, ჩაქოლვით, უსიყვარულობით და კიდევ არ ვიცი რამდენი რამე ჩამოვთვალო… გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა ჩვენ… ხმას არ იღებს… ჩვენთვის გამუდმებით ლოცულობს და ჩვენ!!! გრცხვენოდეს ერო რომელიც აძლევს უფლებას მავანს რომ ასეთი საშინელი ცოდვა დააბრალოს პატრიარქს…

ყველა სუფრაზე პატრიარქის სადღეგრძელო ითქმის… ამდენი ადამიანი იძახის გვიყვარს პატრიარქი ჩემი სიცოცხლის წლებს მივცემდიო და მაშინ, როგორ გვიბედავენ ამის თქმას პატრიარქზე,“- წერს მამა შალვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები