1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“პანდემიის შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს რეალიზაციას და ულამაზესი ვარდები ასე ნადგურდება..”

სოციალურ ქსელის მომხმარებლები ვირუსულად ავრცელებენ სტატუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ 49 წლის აბაშელ მამაკაცს, კორონავირუსის გამო, ეს ულამაზესი ვარდები უჭკნება და ვარდებთან ერთად, ოჯახიც შემოსავლის გარეშე რჩება

"ყველაფერი მცენარეების სიყვარულით დაიწყო. 

49 წლის აბაშელმა მირზა ქვილითაიამ ვარდების გაშენება ჯერ საკუთარ ეზოში დაიწყო, შემდეგ კი ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. უკვე 2 წელია ზრუნვას და მოვლას არ აკლებს, თითოეული ვარდის გახარებაში უამრავი ენერგია და რესურსი აქვს ჩადებული. დღეს კი პანდემიის შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს რეალიზაციას და ულამაზესი ვარდები ასე ნადგურდება.

ერთად, გვერდში დგომით უკვე ათეულობით ადამინის შრომის და საქმიანობის გადარჩენა შევძელით, იქნებ ამ ადამიანის დახმარებაც შეგვიძლია რამით. 

მისამართი- ქალაქი აბაშა, თამარ მეფის 29ა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები