1 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვერ მოერიეთ ერთ ბერიკაცს, რომელიც თავის ბნელი მრევლიანად თქვენი მხარდამჭერები გგონიათ.. სწორედ ეგ მშიერი მრევლი მოგადგებათ დენდროპარკის მისადგომებთან. ვერ აუხვალთ მათ გაუმაძღარ გვამებს, რეგვნებო!

ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მაია ნადირაძე სოციალურ წსელში სტტუსს აქვეყნებს: 

“ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლების პროფანაცავიავ და უტვინო მავნებლების ხროვა! რას აკეთებთ, რა ჩაიფიქრეთ, რა მეთოდი გაქვთ ქვეყნის დაჭაობების, ხალხის ( და არა ქოცების) გაგიჟების და უსუსურების მორევში ჩახრჩობის?

არ გადარდებთ, რომ ადამიანები ექიმთან ვერ მიდიან და უსუსურობისგან კიდევ უფრო მძიმდებიან?! არ გადარდებთ იმიტომ რომ თქვენ “ნარუშილოვკა” გაქვთ?

არ გადარდებთ, რომ ადამიანებს შვილები ვერ მიყავთ ექიმთან და მოხუც მშობლებს პურსაც ვერ აწვდიან? არ გადარდებთ, იმიტომ რომ თქვენ ახლობლებს ეს პრობლემა არა აქვთ. 

არ გადარდებთ, რომ ადამიანები კარანტინის დროსაც კვდებიან (არა მარტო პოლიციელის ნასროლი ტყვიით) და ასეთ დროს მესაფლავემდეც ვერ მიდის დამწუხრებული ჭირისუფალი. ესეც არ გადარდებთ, იმიტომ რომ გგონიათ, რომ თქვენ არ მოკვდებით?!

არ გადარდებთ, არ გყოფნით ჭკუა და საზრიანობა, რომ წარმოიდგინოთ რა უსაშველო პრობლემებს უქმნით ადამიანებს ყოველწამიერად.  და მერე ამას ცინიკურად, ხალხზე ზრუნვით ნათლავთ. მაგრამ ყველაზე ცინიკური მაინც ის არის, რომ  მთელი ეს კასკადი კრეტინიზმის - კარანტინი, მანქანების აკრძალვა,  ცოლ-ქმრის ან დედა- შვილის გვერდიგვერდ ჯდომის აკრძალვა, ინვალიდი #144 ( ორი დღეა ვრეკავ) და ათასი სხვა სისულელე, იმიტომ გააკეთეთ, რომ ვერ მოერიეთ ერთ ბერიკაცს, რომელიც თავის ბნელი მრევლიანად თქვენი მხარდამჭერები გგონიათ. ეგზარხოსი, რომელსაც სულიერ მამას ეძახით,  ისე გიშლით პირს, როგორც ეს არაერთხელ უქნია და აქ გელით ცინიზმის კულმინაცია:

 

აი, სწორედ ეგ მშიერი და უკმაყოფილო მრევლი მოგადგებათ დენდროპარკის თუ მინის კოლბის მისადგომებთან. ვერ აუხვალთ მათ გაუმაძღარ გვამებს, ძუნწო რეგვნებო! დიახ, სწორედ ეგენი იქნებიან სისხლს რომ გადენენ... იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებს (და არა ქოცებს) არა მარტო იმდენი გონიერება გვაქვს, რომ კარგი და ცუდი გავარჩიოთ, შეასაბამისად იმის უნარიც გვაქვს, რომ თავი გადავირჩინოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ქოციანობის ჭირი გადავაგოროთ. 

თქვენ რა გეშველებათ, თქვენ? 

-არაფერი! ისევე როგორც სერგო ორჯონიკიძეს და მის ძმებს.”- წერს ნადირაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები