1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკლესიები არ დაიხურება, მცირე ზომის ტაძრებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან - ბრიფინგი მთავრობაში

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიქროსთან და პატრიარქთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დახუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით.

ერთობლივი გადწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია,

„კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები