2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ივანიშვილი უნამუსოდ სარგებლობს პანდემიით და უარს მიიღებს შეთანხმების ყველა პუნქტზე”

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:

“ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენით განაჩენი გამოუტანეს როგორც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ყველა მონაწილეს, ისე იმ შეთანხმებას, რომელიც ელჩების ძალისხმევით იქნა მიღწეული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელად არ სცნეს და 5 წელი მხოლოდ აქციაში მონაწილეობის გამო მიუსაჯეს.

იმ ანტისაოკუპაციო აქციაში ოქრუაშვილის გარდა, საქართველოს ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა და მურუსიძე/ჩინჩალაძის სასამართლომ კრიმინალად გამოაცხადა პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, ვინც ვერ აიტანა პარლამენტში რუსი ოკუპანტის ხილვა და ქუჩაში გამოვიდა პროტესტის გამოსახატად.

პროკურატურამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ივანიშვილის იშტაზე აღძრა საქმე და „მოსამართლე“ ლავრენტი მაღლაკელიძემ განაჩენი გამოიტანა მხოლოდ ივანიშვილის „დილიხორზე”

ივანიშვილი უნამუსოდ სარგებლობს პანდემიით.

გაივლის ვირუსი და მას და მის ამფსონ მოსამართლეებს მოუწევთ როგორც პოლიტიკური ფასის გადახდა, ისე სამართლებრივის.

ნუ ჰგონია ბატონ ლავრენტის რომ ცელქი სიოსავით ინავარდებს ქართლის ველ-მინდვრებში! მას მოუწევს პასუხისგება იმისთვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 5 წელს უსჯის.

ივანიშვილმა ბოლო მოუღო, ჩვენთან, ოპოზიციასთან მიღწულ შეთანხმებას, იგი უარს მიიღებს შეთანხმების ყველა პუნქტზე, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. არც ენმ-ს და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, ან ცალკეულ ოპოზიციაში მყოფ უპარტიო დეპუტატს მორალური უფლება არ აქვს მხარი დაუჭიროს ნებისმიერი სახის საკონსტიტუციო ცვლილებას.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები