1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“თენგიზ კალანდაძემ შშმ პირს თანადაფინანსება შეუწყვიტა და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირა.. გამოდიხართ და ქადაგებთ იმ ვითომდა ხელშეწყობებზე რომელიც სისხლის გაშრობის ტოლფასად დაუსვით ფოტოზე არსებულ ბერიკაცს”

სოციალური ქსელის ერთ ერთი მომხმარებელი სტატუს ავრცელებს, სადაც შშმ პირის შესახებ წერს, რომელსაც სოფლის მეურნეობის თანადაფინანსება შეუწყვიტეს და ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს, სტატუს მამაკაცია ფოტოც ერთვის თან

"პირდაპირი შეხება, რომ არ მქონოდა ალბათ მეც დავიჯერებდი იმ დემაგოგიას რასაც ახლად დანიშნული სოფლის მეურნეობის საკორდინაციო საბჭოს თავჯდომარე ბატონი თენგიზ კალანდაძე ღაღადებდა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კომისიის თავჯდომარე გახლდათ. 

  სწორედ თქვენი კომისიის თავჯდომარედ ყოფნის პერიოდში და თქვენი ხელმოწერის დადასტურების საფუძველზე შეუწყვიტეს თანადაფინანსება შშმ პირს,პენსიონერს პავლე რაჯებაშვილს და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეთ.

  ახლა გამოდიხართ და ქადაგებთ იმ ვითომდა ხელშეწყობებზე რომელიც სისხლის გაშრობის ტოლფასად დაუსვით  ფოტოზე არსებულ ბერიკაცს და სოფლის მეურნე ადამიანს.

ხოდა როცა გამოდიხართ და ყელმოღერებული საუბრობთ ვითომცდა სოფლის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, ჯერ ამ კაცს ჩახედეთ თვალებში, მთელმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მინისტრის თამადობით და თქვენით დამთავრებული ბატონო თენგიზ კალანდაძე.

 PS  ჯერ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე იზრუნეთ და აღუდგინეთ თანადაფინანსება,დანარჩენს მერე მოგისმენთ და იქნებ რამე დავიჯერო კიდეც თქვენი მონოლოგიებიდან."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები