1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ამ კლინიკების საკარანტინო ზონებად გადაქცევა არის სიბეცე... იმოქმედეთ სწრაფად" - ზურაბ გურული კორონავირუსზე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი,  ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

“მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო უხეშად ( კი არა, საერთოდ ) ქართული ჯანდაცვის საქმეებში, მაგრამ მაინც ვიქნები უგუნური და ჩავერევი რჩევით.
შეეშვით საქართველოს მასშტაბით მოუმზადებელ, ადვილად მოწყვლად კლინიკებში პაციენტების გადამისამართებას და ინფექციის მრავალრიცხოვანი, დამოუკიდებელი კერების საფრთხის შექმნას მთელ ქვეყანაში.

მოამზადეთ რამდენიმე ათეული ექიმი, ექთანი და სანიტარი კარგად და აღჭურვეთ შესაბამისად. მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდეს ჩაბარებული კორონიანი პაციენტების მოვლა და შემთხვევების ზრდის პარალელურად გააგრძელეთ ახალი მოხალისე პერსონალის მომზადება-წვრთვნა. გამოუყავით ამ ხალხს ორმაგი და სამმაგი ხელფასები შესაბამისი სარეზერვო ფონდებიდან.

არ არის ქართული კლინიკების (არც ამერიკულების) პერსონალი ამ გამოწვევისათვის მზად. ადვილად დაინფიცირდებიან და მერე ასევე ადვილად გაავრცელებენ ინფექციას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს, გორის ჰოსპიტლის და საერთოდ მეტნაკლებად გამართული კლინიკების საკარანტინო ზონებად გადაქცევა იყო სიბეცე და ნაჩქარევად, პანიკურად მიღებული მცდარი გადაწყვეტილება.

კიდევ ვიმეორებ, აქცენტი აიღეთ საველე ჰოსპიტლებზე და მცირერიცხოვან, მაგრამ კარგად გაწრთვნილ პერსონალზე. უზარმაზარ ამერიკასთან ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ძალიან მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და გვაქვს იმის პოტენცია, რომ ვიყოთ უფრო მოქნილები და მობილურები.
იმოქმედეთ სწრაფად, მშვიდად და მხოლოდ ბრმა იღბალის იმედზე ნუ დატოვებთ ქვეყანას”, – წერს გურული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები