2 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია...მივდივარ სახლში" - თეონა გეგელია ,,იმედიდან" წავიდა

ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს" - ამის შესახებ imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი თეონა გეგელია სოციალური ქსელში წერს. 

"5 წელი ვიმუშავე „იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან „ქრონიკაში“, რადიო „იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში - ჯერ „პოლიტიკა“ და ბოლოს „იმედი Live“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან - დღემდე.

ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო „იმედინიუსზე“ მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს.

ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს.

არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში",- წერს გეგელია.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები