2 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,წარმოუდგენელია უშენოდ ცხუმარი, ლაშა მასწავლებლის გარეშე სკოლა, სოფელი, რომელიც შენს თანადგომას და გამხნევებას იყო ნაჩვევი" - ასე გამოემშვიდობა სვანეთი ლაშა არღვლიანს, რომელიც საკუთარმა ძმამ მოკლა

ლაშა...

მესამე დღეა ძალებს ვიკრებ, რათა გესაუბრო, მაგრამ ისე გადამტეხე ხერხემალში, რომ ძალა არ შემწევს. მეგონა ისეთი ძლიერი ვიყავი, რომ ჩემი მომრევი არ არსებობდა დედამიწაზე, მაგრამ ასე არ ყოფილა...

როგორი მწარე ხვედრი გვარგუნა განგებამ, რომ ამხელა ტკივილთან გვიწევს გამკლავება...
ჯერ ვალიკო და ახლა შენ...

გასახსენებელი ბევრია, რაც თქვენთან არის დაკავშირებული, რომელიც ცრემლიან ღიმილს მოგგვრის ადამიანს, შენ ხომ იუმორის მეფე იყავი, მუდამ ღიმილიანი, სიკეთით სავსე, ლამაზად მომავალი თაობის აღმზრდელი. შენი მოსწავლეები და კოლეგები გაკვეთილებს ვერ ატარებენ ლაშა, ვერ წარმოუდგენიათ უშენოდ იმ დერეფნებში ტრიალი, სადაც ყველა დეტალი, ყოველი კუთხე-კუნჭული შენს თავს აგონებთ. მოსწავლეეები მერხებზე თავდამხობილი ქვითინებენ, მასწავლებლები დამუნჯებულან...

სოფელი ცხუმარი დათრგუნულია და ვეღარ წარმოუდგენია უშენოდ გათენებული ყოველი დილა...

მიშგუ ლადეღ სი მაი მალატ!

სურუ მისტუნი ისგუ ლიზი, ღმერთს ვთხოვ, ცოცხალმა ჩამოვაღწიო შენამდე და მოგეფერო.
მიუხვალ, ჩვენს წინაპრებს. ისინი გულში ჩაგიკრავენ და მოგეფერებიან, გაგიადვილებენ იქაურობასთან შეგუებას, შენც დამკვიდრდები იქ, სადაც მართალნი განისვენებენ,მაგრამ ვაი, ჩვენ ვინც ჯოჯოხეთში დაგვტოვე.

ჯოჯოხეთად ექცა ცხოვრება დედაშენს, შენს დებს, ძმებს, ჩვენ ყველას, მთელ ცხუმარს...
ძლიერ მოგისაკლისებთ ლაშა...

წარმოუდგენელია უშენოდ ცხუმარი, ლაშა მასწავლებლის გარეშე სკოლა, სოფელი, რომელიც შენს ლამაზ ხუმრობას, ქეიფს, თანადგომას და გამხნევებას იყო ნაჩვევი. იქ დამხვდურები მომიკითხე, ჩაეხუტე ჩვენს მამებს, ბიძებს, მამიდებს და ყველას...

შენ შემოგევლე. ხოჩა ლაქუნ ოღ ჯარ მუხბე.

მეც მალე გამოვეშურები თქვენსკენ, ამიტომ არ გემშვიდობები...

იქ შეხვედრამდე ძმაო...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები