0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ თევზები


1. თევზი მოკრძალებული და მორცხვია -  მას მიდრეკილება აქვს მეტისმეტად ინერვიულოს და ყოველ წვრილმანზე დიდი ღელვა გადაიტანოს. 


2. იგი მუდამ ეძებს ახალ ემოციებსა და შეგრძნებებს - ცხოვრების აზრის ძიების პროცესში თევზები თქვენაც აგიყოლიებთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან სახალისოა. 


3. უზომოდ თანამგრძნობი და წარმოუდგენლად ხათრიანია - მისგან ისწავლით როგორ უნდა გიყვარდეთ ამქვეყნად ნებისმიერი სულდგმული. თევზი მეგობარი ყოველთვის გეთანხმებათ ყველაფერში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერე თავისი ნათქვამი "კი"-ს გამო ბევრს ინანებს, გულს არ გატკენთ მოცემულ მომენტში უარით. 



4. მეოცნებეა  და მიმნდობი
- ოცნების გარეშე ხომ ცხოვრებას აზრი არ აქვს.  თევზი ძალიან არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე , რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. იგი ძალიან მიმნდობია და ამიტომ მათი მოტყუება ადვილია. 

5. უანგაროები - თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს. ისინი უანგაროდ, ყველაფერში კვერს უკრავენ  და ეხმარებიან სხვებს. 

6. შემოქმედებითი და რომანტიკულია - ცხოვრებას სულ სხვა კუთხით დაინახავთ მასთან ერთად. მათი ძლიერი ემოციები და განცდები, როცა ისინი დადებითისაკენ არის მიმართული – შენების, შექმნის მძლავრი ინსტრუმენტია.


7. შესანიშნავი მსმენელი და მრჩეველია - მასთან ერთად ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემიდან იპოვნით გამოსავალს, თეორიულს მაინც. 

8. მისი მეგობრობა უსაზღვროა - თევზები ყველასთან მეგობრობენ, ვისაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროება. მათი განზრახვები ჩვეულებრივ პატიოსანია, მაგრამ არ სჯერათ, რომ იგივე სხვებსაც ახასიათებთ. ისინი პატიებით უდგებიან შეცდომებს, მათ ლამაზი ბუნება უყვართ, ტკბებიან პოეზიითა და მხატვრობით.

9. მის პატიების უნარს და დიდსულოვანებას ვერასოდეს გაეჯიბრებით - სამაგიეროდ, შეგიძლიათ ისწავლოთ ეს თვისებები მისგან. 


10.  ისინი საკუთარ პარტნიორს აღმერთებენ - თუმცა ეს  ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში ხელს უშლით. იგი გამუდმებით დაეძებს სულიერ სამყაროს და ადვილად აფუჭებს ურთიერთობას სიყვარულის სექსუალური მხარისადმი გულგრილობის გამო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები