0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიშა საზღვარს მოადგა...

მიშა საზღვარს მოადგა...

ემი გრანტი

ძვირფასო მინისტრებო, მთავრობის წევრებო, ქოცებო, ვიცი ამის წარმოდგენაც კი ზარავს ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძა, აწია თავისი კორუმპირებული თავი, ჩადო ის ერთი ადგილი სავარძელში, ჩართო ტელევიზორი, გადართო საძულველ რ2-ზე და რას ხედავს: 

ლაივია, საქართველოს საზღვარს ემიგრანტთა არმია მოადგა - მთელი მსოფლიოდან...

საყვირებით, ყვავილებით, დროშებით მოდიან, მიშასთან ერთად...

მშვიდად გადმოკვეთეს საზღვარი, შეუერთდნენ იქვე მყოფ ათასობით ადამიანს და დაიძრნენ... 

წნევამ ხომ არ აგიწია ბბ? 

გზად მხარდამჭერები უერთდებიან ქალაქებიდან და სოფლებიდან. 

უერთდებიან იმედგაცრუებული გლეხები, მოტყუებული ფერმერები, დაჩაგრული პენსიონერები, უპერსპექტივო ახალგაზრდები...

ბატონო, წყალი ხომ არ მოგაწოდო? 

შენ ნერვიულობ (გაქვს მიზეზი). 

ხუმრობა ხომ არ არის, ხელის ერთი მოსმით გენგრევა საათივით აწყობილი კორუმპირებული სისტემა, შერჩევითი სამართლის მთელი არსი და ოლიგარქის ფარსად ქცეული ზვიგენ-პინგვინების სამეფო...

მიშა კი მოიწევს წინ, დედაქალაქისკენ, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ერთად. 

მათთან ერთად, ვინც წლები ინახავდა სამშობლოში დატოვებულ ოჯახებს, ვინც შიმშილისაგან იხსნა ბავშვები და მოხუცები, ვინც სწავლის ფულს უხდიდა ათასობით სტუდენტს...

რამ შეგაშინა შე კაცო? 

წრიალებ ხომ მოოქროვილ სავარძელში, მიტაცებული ფულით რომ დაამზადებინე, ფეხ-ქვეშ კი ნიანგის ტყავი უკვე აღარ ჩანს ისეთი თბილი და მდიდრული... როგორ მოიქცე? 

მიშა აქვეა - ახლოს. ოფლი გასხამს..

48 ათას დოლარიანი შპალერით მორთული კედლიდან კი ამაყად იმზირები ჯერ კიდევ ვრცელი. თუმცა, ერთ დროს ღმერთკაცი და ახლა უკვე ჩირზე უფრო იაფი სპეკულიანტი.

ბრახ... კედელი უკვე ცარიელია.

შვებით ამოისუნთქე არა? 

საძულველი რ2 უკვე აღარ ჩანს მთლად საძულველი.

მიშაც თითქოს აღარ ტყუის. არ შეგიძლია არ დაეთანხმო. 

ბოლო დროს ხომ მართლა გაუტიე? 

არა, მაინც რა ჯანდაბა დაგემართა, რა გინდოდა და რატომ სდევნიდი ამ ადამიანს? ბოლოს და ბოლოს, მან ხომ სახელმწიფო შექმნა - ჭაობი დააშრო!

აა, უკვე იცმევ? და ვის უტოვებ ამდენ ოქრო-ვერცხლს, ლამის ფორთოხლისხელა ბრილიანტი მაინც წაიღე. ზღვაში მოცურავე ტიტა მაინც გაიყოლე.

არა, არა, ასე ვერ გაიქცევი ან სად უნდა წახვიდე. რაღაც უნდა მოიფიქრო. შენ ხომ სავლე ხარ.
სავლე? 

რა სავლე? არავითარ შემთხვევაში, შენ სავლე არ ხარ... 

შენ უკვე პავლე ხარ. 

დიახ, პავლე, თვალახელილი და გონებაგახსნილი პატარა პავლე.

მსგავსი სიახლეები