0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ივანიშვილმა არჩევნები წაგვართვა და შუაშისტები წერენ მიშას გაემიჯნეთო" - გიორგი კაპანაძე

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ივანიშვილმა არჩევნები წაგვართვა და შუაშისტები წერენ მიშას გაემიჯნეთო

გასამიჯნიც და გასარიდებელიც აგერ გვყავს სოლოლაკში, თავზე რომ აზის ხალხს. 

ოლიგარქმა, ყალბი პირადობის მოწმობებით, გაყალბებით, მოსყიდვით, ძალადობითა და დაშინებით მოღალატე ზურაბიშვილი სამსახურში მოაწყო და თქვენ კიდევ უპასპორტო, მოქალაქეობის არმქონე დევნილს ტკეპნით და ეს გგონიათ გამოსავალი?
 

ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლა უნდოდათ გაბრაზებულ ამერიკელებს, 
ამ წუთებში, სოციალური საკითხების გამო გაბრაზებული ფრანგები უკიდურეს ზომებს მიმართავენ და თუ მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტით ლავროვის ფავორიტი მითვისებულ პრეზიდენტობას ვერ იზეიმებს, ეს იქნება ეროვნული ტრაგედია? 

ჯარმა მხარი არ დაუჭირა,
პოლიციამ მხარი არ დაუჭირა,
ემიგრანტებმა ხმა არ მისცეს, 
800 ათასზე მეტმა მოქალაქემ უარი უთხრა და იგორ გიორგაძის, ტრისტან წითელაშვილის, ჩახალიანის და კარტოფილით მოყვანილი ზურაბიშვილი აიღეთ და ჩადეთ ლარნაკში რუსულ ექსპონატად და სერგო ორჯონიკიძის სულის გამოსაძახებლად. 

აბა, ერის გამაერთიანებელი და მთავარსარდალი ეგ ვერ იქნება და დეკორაციად მაინც გამოადგეს იმ ბრძენ კაცს,"- წერს გიორგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები