0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"გია,ძმაო,ეს მოღალატეები მოშორდებიან და ჩვენ აუცილებლად დავლევთ შენს შესანდობარს სოხუმში,ლაგვილავას ქუჩაზე,ახალ რაიონში..."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ომის მონაწილის, გია ცერცვაძის გარდაცვალებას ეხმაურება. სააკაშვილი მასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

“გია ცერცვაძე ბოლოს კიევში ვნახე სუფრაზე, რომელიც მივუძღვენი მის ციხიდან გათავისუფლებას. მანამდე ბევრჯერ ვიყავი მის სასამართლო პროცესებზე… ისე კი, გავიცანი ჩემს კიევურ ბინაში, სადაც სხვა მებრძოლებთან ერთად მოვიდა. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა. მისი, ისევე როგორც სხვა მებრძოლების პირადი მონაცემები, წულუკიანმა გადასცა რუსეთს. მას შემდეგ, რუსეთი იყენებს ამ მონაცემებს ინტერპოლში და ჰააგის ტრიბუნალისთვის.
არაუშავს, გია, ძმაო, ეს მოღალატეები მოშორდებიან და ჩვენ აუცილებლად დავლევთ შენს შესანდობარს სოხუმში, ლაგვილავას ქუჩაზე, ახალ რაიონში…” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს და უკრაინის ომის მონაწილე გია ცერცვაძე დაიღუპა. ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა კიევში. ისრაელში, ამერიკაში ან ევროპაში მკურნალობის გაგრძელება მძიმე სენის დასამარცხებლად ერთადერთი შანსი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი ქართველი გმირი საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები