0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

79 წლის მეეზოვე კახეთიდან

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი  79 წლის მეეზოვეს გვაცნობს, რომელიც დადებითად განგაწყობთ დანახვისთანავე.

"ეს 79 წლის ქეთევან ლოლიაშვილია.

წლებია, ყვარლის ქუჩებს ასუფთავებს.

სამუშაოს დილის 6 საათზე იწყებს, რათა ხალხს სუფთა ქუჩები დახვდეს.

ნელ-ნელა ხალხი ნარჩენების ყუთში ჩაყრას ეჩვევა და მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ ძირს ყრისო, ამბობს ეს კეთილი ქალი.

როგორი გაზრდილებიც არიან, ისე იქცევიანო, მითხრა მან წამოსვლის წინ.

ქეთევანი ერთ-ერთი უხუცესი მეეზოვეა საქართველოში და სუფთა ქვეყანაზე ოცნებობს,"- წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები