0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ გოგონას ყოფა ემიგრაციაში" - 23 წლის გოგო, რომელიც ათენში მოკლული იპოვეს

სა­ბერ­ძნეთ­ში  24 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მას  ერთი თვის შვილი დარჩა. ათენში გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარი, ქეთევან ძიგუა აცხადებს რომ, სოფო წიკ­ლა­უ­რი წამებით არის მოკლული.

"სოფო სამი წლის წინ გავიცანი,ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა.არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა.მინდოდა დავხმარებოდი,ვთხოვე მოსულიყო ჩვენს“ქართულ სახლში“ დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“

 დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება ,იმედი და ყველა მისი საიდუმლო.ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ,ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის.ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით..."- წერს დარეჯან გამბაშიძე. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები