0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული, ინგლისური, რუსული -13 საათიანი სამუშაო დღე და 350- 400 ლარი ხელფასი

დღესდღეობით საქართველოში დამსაქმებლებს ხშირად უჩივიან. ზოგი პირადად, ზოგი კი სოციალური ქსელით, რომელიც დღეს  ერთგვარ ტრიბუნასაც წარმოადგენს.  ხშირია არარეალური სამუშაო გრაფიკი, მონური შრომა და  დაბალი ხელფასი. 

გამოქვეყნებული  ვაკანსია არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის საგანი. ამჯერად გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი  სავარჯიშო დარბაზის მიერ გამოქვეყნებულ ვაკნსიას.

"მაი ფიტნესი" მიმღების ადმინისტრატორის ვაკანსიას აცხადებს, სადაც ითხოვენ ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას. საჭიროების შემთხვევაში კი ახალგაზრდა გოგონამ უნდა შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოებიც. 

სამუშაო დღე  13 საათს მოიცავს, დღეგამოშვებით დილის 9:00დან 21:00მდე. ანაზღაურება კი გახლავთ 350- 400 ლარი.

შემდეგი მაგალითი - მაღაზიათა ქსელი " ბალდი ", რომელიც იწვევს ახალგაზრდა გოგოებსა და ბიჭებს კონსულტანტის თანამდებობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება,  სისუფთავე და წესრიგი. თუმცა მაღაზიის მხრიდან არ არის დაკონკრეტებული სამუშაო გრაფიკი და ხელფასის ოდენობა.

 ვაკანსიის კომენტარებში წერენ: "არაადამიანური გრაფიკი და შეუსაბამო ხელფასის გამო მალვენ, იციან კარგი რეაქცია არ მოყვება ამ ყველაფერს." როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ ხელფასი 350 ლარია + ბონუსი. "ბალდი" ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა ხელფასს ისევ არ აკონკრეტებს. 

"არ მითხრათ ახლა რომ მოჭრილი ხელფასი 500 ლარამდე გაზარდეთ :დ გამოვაგზავნი აუცილებლად, ისეთი მიმზიდველი პირობები გაქვთ ხოლმე, შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ,"- წერს ბექა ბერულავა.

"თუ ხელფასი 350 ლარია. სისხამ დილიდან შუაღამემდე გრაფიკი. ფეხზე დგომით ,რომელსაც მენეჯერის საოცარი სიყვარულით აღსავსე "როჟების " კერვა მოჰყვება მაშინ ნამდვილად ღირს კონკურსში მონაწილეობა . თუნდაც შეგვიწიროს მონურმა სამსახურმა არაუშავს მთავარია თქვენ იყოთ კარგად,"- წერს თამო კაციტაძე.

 აკვავიტე აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სადაც ანაზღაურება 270 - 320 ლარია. კონსულტანტს მოეთხოვება ქართული და  ინგლისური ენების ცოდნა. 

ეს არასრული ჩამონათვალია ქართულ საიტებზე განთავსებული იმ ვაკანსიებისა, რასაც მოსახლეობის ნაწილი უჩივის. საზოგადოების ნაწილი არნიშნავს რომ შრომის ბაზარზე აღნიშნული პირობებით მუშაობა  მათი უფლების დარღვევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები