0 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მივიღე გადაწვყეტილება დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი" - გიორგი ზურაბიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქტორი, გიორგი ზურაბიშვილი არხს ტოვებს. ზურაბიშვილი პირველი არხიდან წამოსვლის მიზეზად  მენეჯმენტთან უთანხმოებას ასახელებს.

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწვყეტილება დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია,"- ნათქვამია ჟურნალისტის განცხადებაში.

გიორგი ზურაბიშვილი თქმით, ის 25 წლის იყო, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარა.

"მესმის, რომ ჩემ სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ! =)"-ამბობს სპორტული ჟურნალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები