0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ტატუნაშვილი მონაგონი იქნებაო” - საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ქართველებს ემუქრებიან

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

“გუშინ “ძალა ერთობაშია”-ს წევრების ტელეფონის ნომრებზე განხორციელდა ზარი ოჩამჩირიდან. გაეცნო თემურ ფაჩულიად და უთხრა მათ, რომ თვალს ადევნებს. იცის, რომ ქაცარავასთან ერთად საზღვრებთან ახლოს დადიან და ერთხელაც იქნება დაიჭერენ და … ტატუნაშვილი მონაგონი იქნება, თუ არ დაანებენ თავს ოკუპაციაზე საუბარს.

უცნაური ის არის, რომ ზარი იმ ადამიანების ტელეფონებზე განხორციელდა, რომლებიც გუშინ ენგურის ხიდთან არ იყვნენ ჩასულები. ანუ, ოჩამჩირელმა ვინმე ფაჩულიამ, ისიც იცის, რა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან, ქართლში რომ ჩავდივართ, ისიც აწუხებს. წარმოგიდგენიათ, ჩავიდა ადამიანი ქართლში საზღვრის სანახავად, ოკუპაციურ ხაზთან სოფლების მოსანახულებლად და იმის კონტაქტი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ოჩამჩირეში იცის ვინმე ფაჩულიამ და იქედან ურეკავს და აშინებს.

ჩვენი დაზვერვა რას აკეთებს, ნეტავი? ჩვენმა დაზვერვამ თუ იცის, საზღვრის მეორე მხარეს ვინ დგას, ვინ გვემუქრება, ვის უნდა ჩვენი დაჭერა და წამება”, – ამბობს ჟურნალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები