0 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა… კაცს ეტლით მოუწევს გადაადგილება” – აფხაზურ ქორწილის ტრაგედია

ოკუ­პი­რე­ბულ სო­ხუმ­ში, სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში Абырлаш უმი­სა­მარ­თო სრო­ლის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა Apsadgil.info-ს ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ათ­ზე მოხ­და, რა დრო­საც დარ­ბაზ­ში ქორ­წი­ლი იმარ­თე­ბო­და და სტუმ­რებ­მა დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ის­რო­ლეს.

ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად და­იჭ­რა ორი ადა­მი­ა­ნი, 60 წლის მა­მა­კა­ცი და 38 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ფე­ხძ­მი­მედ იყო. ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 33 წლის ხა­გუშ ალ­ხა­სი, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის ია­რა­ღი, სა­ი­და­ნაც სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში გას­რო­ლა მოხ­და. ის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

და­ნარ­ჩე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე უმი­სა­მარ­თოდ ის­როდ­ნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. აფხაზური მედიის ცნობით, ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ის ჯერ კი­დევ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, მას ჭრი­ლო­ბა კის­რი­სა და ხერ­ხემ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც დაჭ­რილს სო­ხუმ­ში პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, სო­ჭის მე-4 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ნე­ი­რო­ქო­რირ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი გადარჩება, მაგრამ დარჩენილი ცხვოდება ეტლით მოუწევს გადაადგილება.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბით, ის რომ ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი “ძა­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბის” წარ­მო­მად­გელ­ნე­ბი იყ­ვნენ, არ ნიშ­ნავს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან, რად­გან მან­ქა­ნე­ბის მარ­კებ­ზე ეტყო­ბო­დათ, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ.

“რეზონანსი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები