სპორტი
ერთადერთი ცურვის მწვრთნელი, რომელიც შშმ ბავშვებს ცურვას ასწავლის !
2017-05-12 11:02:46
ბელა სამარღანიშვილი იმ მცირერიცხოვან მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც შშმ პირებთან მუშაობს. სპორტკომლექს "არენას“ ცურვის მწვრთნელმა
,,ITV-სთან “ მუშაობის მეთოდიკასა და სპეციფიკაზე ისაუბრა.
Itv: როგორ დაიწყო თქვენი მუშაობა ამ მიმართულებით?
ბელა სამარღანიშვილი: მე ცურვის სპეციალისტი ვარ და 30 წელია მწვრთნელად ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ მივიღე შემოთავაზება, რომ მომემზადებინა შშმ პირები, ვთქვი, რომ ვცდი ბავშვებთან ურთიერთობას და სწავლებას. ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია. უკვე 15 წელია ასეთ ბავშვებთან ვმუშაობ.
ITV: შშმ ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს?
ბელა სამარღანიშვილი: ამ ბავშვებს სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომები და მეტი ყურადღება. ისინი ძალიან ფაქიზები არიან და ითხოვენ მეტ კონცენტრაციას.
ITV: რამდენად შედეგიანია ეს პროცედურები როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
ბელა სამარღანიშვილი: რა თქმა უნდა, შედეგიანია. ბავშვები, რომლებიც ჩემთან დადიან სიხარულით მოდიან საწვრთნელ პროცესზე. ყველა მათგანმა ისწავლა ცურვა. სპორტკომლექს "არენას“ მენეჯმენტმაც და მომხმარებლებმაც ეს მოზარდები კარგად მიიღო და კომფორტულ გარემოს უქმნიან.
ITV: შშმ პირებისთვის ცურვის სწავლების მეთოდი თქვენ თვითონ შეიმუშავეთ თუ ისწავლეთ?
ბელა სამარღანიშვილი: ცოდნა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს მიღებული. პრაქტიკამ მომცა საშუალება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ვიმუშაო. ზუსტად ვერ გეტყვით რა კონკრეტული მეთოდიკით ვასწავლი მათ, თუმცა ფაქტია, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ჩემი და მითითებებზაც ზუსტად ასრულებენ.
ITV: ახლა რამდენ ბავშვთან მუშაობთ?
ბელა სამარღანიშვილი: ამ ეტაპზე 25 ბავშვი მყავს. ისინი ინდივიდუალურად მეცადინეობენ. ჯგუფის გაკეთება ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია.
ITV: მათ შემთხვევაში საწვრთნელი პროცესის დროის ლიმიტის დაგეგმვა შესაძლებელია?
ბელა სამარღანიშვილი: ბევრ მათგანს შეუძლია წყალში სტანდარტულად 45 წუთის განმავლობაში გაჩერება, თუმცა არიან ბავშვები, რომელებსაც არ ჭირდებათ ეს ხანგრძლივობა და თვითონ მოითხოვენ ამოსვლას. არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ უნდათ წყლიდან ამოსვლა.
ITV: თქვენი პრაქტიკაც ადასტურებს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები?
ბელა სამარღანიშვილი: რა თქმა უნდა, არ არსებობს. მე არ მყოლია შშმ ბავშვი, რომელსაც ჩემი ნასწავლი არ აუტვისებია !
კომენტარები