2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს U20 ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის გათამაშებაში მე-3 ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში მასპინძელ ‘ხიმკისთან“ დასანანი მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა პოლონურ „ვლადსლავოვოვს“ 82:58 სძლია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ფინალური მატჩი უინტერესო გამოდგა. „ხიმკიმ“, რომელიც საქართველოსთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა, ფინალისტი „ცმოკი-მინსკი“ 106:65 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა. საქართველომაც საკმაოდ იოლად სძლია ბელარუსებთან ნახევარფინალში წაგებულ „ვლადსლავოვოს“ და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.

საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 16 ქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო 12 ქულა დავით აფხაზავას ანგარიშზე დაგროვდა.

ტურნირის საუკეთესო გამთამაშებლად დავით აფხაზავა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ცენტრის პრიზი გიორგი კორსანტიამ დაიმსახურა. ტურნირის ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე. სამივე ხსენებულ ქართველ კალათბურთელს მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები